Thursday, May 7, 2015

მერვე დღის რეფლექსია


დღეს, სამწუხაროდ ინტერნეტი არა გვქონდა,ამიტომ ვიმუშავეთ ინტელის სახელმძღვანელოზე ოფლაინ რეჟიმში. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების კითხვარს,შევავსეთ. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს,მივიღეთ მითითებები და შევავსეთ გამოტოვებული დავალებები.

Thursday, April 30, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს დავათვალიერეთ  ბლოგებზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, მივეცით რჩევები ერთმანეთს და დავაკომენტარეთ. ინტელის სახელმძღვანელოდან გავეცანით პროექტის ნიმუშებს. გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე, ჩავსვით ლინკი ,,პროექტის მიმდინარეობა ",   სადაც აღვწერეთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობა.

Friday, April 24, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ ბლოგზე განთავსებული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ტრენერისაგან მივიღეთ მითითებები, სასარგებლო რჩევები. ინტელის სახელმძღვანელოდან ჩამოვრტვირთეთ და გავეცანით შეფასების ნიმუშებს.ადაპტირება გაუკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებას და ავტვირთეთ drive -ში.

Thursday, April 23, 2015

მოსწავლის ნაშრომი

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ბევრი ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე, გავეცანით საავტორო  უფლებებს. მივიღეთ საშინაო დავალება,  უნდა შევქმენათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და განვათავსოთ ბლოგზე.

Thursday, April 16, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მე-2 მოდულის ახალი საკითხი, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომელიც საკმაოდ რთული იყო. განვიხილეთ შეკითხვები, სასარგებლო რჩევები მივიღეთ ტრენერისაგან და განვათავსეთ ბლოგზე. აგრეთვე ავაწყეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია და  დავდეთ ბლოგზე. 

Tuesday, April 14, 2015

პორტფოლიოს პრეზენტაცია

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი შეკითხვა

  • რატომ უნდა ვიზრუნო ბუნებაზე.
თემატური შეკითხვები
  • არის თუ არა ჩვენი საცხოვრებელი გარემო ჯანმრთელობისათვის  უსაფრთხო.
  • როგორ დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.
  • როგორი სახით წარმოვადგინოთ მსმენელის წინაშე ჩვენი ნამუშევარი.
შინაარსობრივი შეკითხვები
  • როგორ შევადგინოთ ანკეტა- კითხვარი.
  • როგორ განვათავსოთ სლაიდებზე ტექსტი, სურათი, დიაგრამა.
  • ეფექტური პრეზენტაციის  საჩვენებლად ,რომელ დამატებით მოწყობილობას ვიყენებთ.

Monday, April 13, 2015

მეასამე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ  სასწავლო პროექტის გეგმაზე, ესგ -ს დახმარებით ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები/შედეგები.ბევრი ვიმუშავეთ google drive -ში,საკმაოდ საინტერესო იყო დოკუმენტზე კოლეგების ერთობლივი მუშაობა და აზრების გაზიარება.

Saturday, April 4, 2015

სასწავლო მიზნები და სწავლის/ შედეგები


მოსწავლეები შეძლებენ
  • ჩაატარონ კვლევა და შეაგროვონ მონაცემები გარემოს ნარჩენებით დაბინძურების სახეობების შესახებ.
  • იყენებენ ელექტრონულ რესურსებს,ფოტომასალას. ააგებენ დიაგრამებს, სქემებს და შეადარებენ მონაცემებს ერთმანეთს.
  • იკვლევენ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მივიღოთ გარემოს ნარჩენებით  დაბინძურების შემთხვევაში.
  •  პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციას.
  • გააკეთებენ ელექტრონულ ბუკლეტს.


Friday, April 3, 2015

მეორე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით კოლეგების  საპროექტო იდეის შინაარს, განვიხილეთ, დავაკომენტარეთ. შევქმენით ბროშურები, ვიმუშავეთ Google Drive  - ში. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

ჩემი პროექტის იდეა

გარემოს დაბინძურება 21 საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. პროექტის იდეაა, მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია გარემოს ნარჩენებით დაბინძურების  შესახებ. ჩაატარონ კვლევა, მათი საცხოვრებელი გარემო რა სახის ნარჩენებით არის დაბინძურებული, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მივიღოთ გარემოს დაბინძურებით და გააცნონ მოსახლეობას.


Friday, March 27, 2015

პირველი დღის რეფლექსია

დღეს დავიწყეთ ინტელის ტრენინგები.გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის მიზნებს,ელექტრონულ სახელმძღვანელოს,მისი გამოყენების წესებს. შევქმენით საქაღალდეები, ბლოგი. ინტელის ტრენინგი, პროექტებით სწავლების მეთოდი მომეწონა, საკმაოდ საინტერესოა და ვფიქრობ, მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.