დღეს დავათვალიერეთ ბლოგებზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, მივეცით რჩევები ერთმანეთს და დავაკომენტარეთ. ინტელის სახელმძღვანელოდან გავეცანით პროექტის ნიმუშებს. გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე, ჩავსვით ლინკი ,,პროექტის მიმდინარეობა ", სადაც აღვწერეთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობა.
Thursday, April 30, 2015
Friday, April 24, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ ბლოგზე განთავსებული მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ტრენერისაგან მივიღეთ მითითებები, სასარგებლო რჩევები. ინტელის სახელმძღვანელოდან ჩამოვრტვირთეთ და გავეცანით შეფასების ნიმუშებს.ადაპტირება გაუკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებას და ავტვირთეთ drive -ში.
Thursday, April 23, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს ბევრი ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე, გავეცანით საავტორო უფლებებს. მივიღეთ საშინაო დავალება, უნდა შევქმენათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და განვათავსოთ ბლოგზე.
Thursday, April 16, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მე-2 მოდულის ახალი საკითხი, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომელიც საკმაოდ რთული იყო. განვიხილეთ შეკითხვები, სასარგებლო რჩევები მივიღეთ ტრენერისაგან და განვათავსეთ ბლოგზე. აგრეთვე ავაწყეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია და დავდეთ ბლოგზე.
Tuesday, April 14, 2015
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი შეკითხვა
- რატომ უნდა ვიზრუნო ბუნებაზე.
თემატური შეკითხვები
- არის თუ არა ჩვენი საცხოვრებელი გარემო ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო.
- როგორ დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.
- როგორი სახით წარმოვადგინოთ მსმენელის წინაშე ჩვენი ნამუშევარი.
შინაარსობრივი შეკითხვები
- როგორ შევადგინოთ ანკეტა- კითხვარი.
- როგორ განვათავსოთ სლაიდებზე ტექსტი, სურათი, დიაგრამა.
- ეფექტური პრეზენტაციის საჩვენებლად ,რომელ დამატებით მოწყობილობას ვიყენებთ.
Monday, April 13, 2015
მეასამე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, ესგ -ს დახმარებით ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები/შედეგები.ბევრი ვიმუშავეთ google drive -ში,საკმაოდ საინტერესო იყო დოკუმენტზე კოლეგების ერთობლივი მუშაობა და აზრების გაზიარება.
Saturday, April 4, 2015
სასწავლო მიზნები და სწავლის/ შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ
- ჩაატარონ კვლევა და შეაგროვონ მონაცემები გარემოს ნარჩენებით დაბინძურების სახეობების შესახებ.
- იყენებენ ელექტრონულ რესურსებს,ფოტომასალას. ააგებენ დიაგრამებს, სქემებს და შეადარებენ მონაცემებს ერთმანეთს.
- იკვლევენ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მივიღოთ გარემოს ნარჩენებით დაბინძურების შემთხვევაში.
- პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციას.
- გააკეთებენ ელექტრონულ ბუკლეტს.
Friday, April 3, 2015
მეორე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით კოლეგების საპროექტო იდეის შინაარს, განვიხილეთ, დავაკომენტარეთ. შევქმენით ბროშურები, ვიმუშავეთ Google Drive - ში. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
ჩემი პროექტის იდეა
გარემოს დაბინძურება 21 საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. პროექტის იდეაა, მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია გარემოს ნარჩენებით დაბინძურების შესახებ. ჩაატარონ კვლევა, მათი საცხოვრებელი გარემო რა სახის ნარჩენებით არის დაბინძურებული, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მივიღოთ გარემოს დაბინძურებით და გააცნონ მოსახლეობას.
Subscribe to:
Posts (Atom)